ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა კორნელი წურწუმიამ მმართველი გუნდი დატოვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კორნელი წურწუმიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა წასვლის მიზეზები არ განუმარტავს.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგუამ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„შემოვიდა განცხადება, რომ დეპუტატმა კორნელი წურწუმიამ დატოვა ფრაქციაც და პარტიაც, მიზეზები არ განუმარტავს და ამ დრომდე მას ვერ ვუკავშირდები, რადგან ტელეფონზეც არ მპასუხობს“, – განაცხადა გოგუამ,

ცნობისთვის: კორნელი წურწუმია ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი 2012 წლიდან იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი