“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციას ზუგდიდშიც შეუერთდნენ

თეთრი ხმაუის მიერ თბილისში გამართულ აქციას „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი და ადგილობრივი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი წლიდან აგრესიული აქციების გამართვით იმუქრებიან.

“ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა, კიდევ არის ამისთვის დრო ახალ წლამდე. თუ ნარკოტიკის მოხმარება არ იქნება დეკრიმინირებული, ჩვენ ახალი წლიდან აგრესიულ აქციებს დავიწყებთ – დღევანდელი აქცია ბოლო მშვიდობიანი აქციაა“, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმღვანელი ემზარ კვარაცხელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი