გუბერნატრის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

დღვანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.

ცვლილებები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმებს შეეხო, რასაც საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა წარადგინა დარჩელი-ორსანტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, საერთო ღირებულებით 2,4 მილიონი ლარი. მეორე ცვლილება კი დიდინეძი-კახათის საავტმობილო გზის პროექტს ეხება, რომლის საერთო ღირებულებაც 2,6 მილიონ ლარს შეადგენს.

სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტმა დამატებით 8 ქუჩის მოასფალტების პროექტი წარადგინა, რომლის საერთო ღირებულებაც 428 916 ლარს შეადგენს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი