ლევან მაკალათია: ხელისუფლების მიზანია, მოსახლეობას ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასთან ერთად, სოფელ მარნის ამომრჩეველს შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი პრიორიტეტებსა და იმ პროექტებს შეეხო, რომლის განხორციელებასაც ლევან მაკალათია გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

„იმისთვის, რომ  მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს, საჭიროა, 21 ოქტომბერს სწორი არჩევანი გავაკეთოთ.  ხელისუფლების მიზანია, ხალხს ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. აუცილებელია სოფელი გაძლიერდეს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.

აბაშის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბენია პიტავა წარუდგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი