“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 27 დეკემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 11:45-18:30 საათამდე 698 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში. 13:35-18:30 საათამდე 1649 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში ურთა, დარჩელი,დიდნეძი, კახათი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:45-17:30 საათამდე 1231 აბონენტს ქ.წალენჯიხა ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში კორცხელი, ნაცატუ. 11:45-13:00 საათამდე 117 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, ჭალე, მუჟავა და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 13:00-14:30 საათამდე 132 აბონენტს ქ.ხობში აღმაშენებლის, დადიანის, კოსტავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში გურიფული( I და II გურიფული).
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.