ზუგდიდის უხუცესი ქალბატონი ვენერა გაწერელია დღეს 108 წლის გახდა. ის 1910 წლის 8 მარტს დაიბადა. ვენერა გაწერელია მოესწრო ისეთ თარიღებს როგორიცაა 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობა, 1921 წლის საბჭოთა ოჯუპაცია, მეორე მსოფლიო ომი, 1991 წლის დამოიკიდებლობა და სხვა.
ვენერა გაწერელია დღესაც თავს კარგად გრძნობს, უმეტეს დროს ბუხართან ატარებს, ძირითადად მეგრულად საუბრობს, NEWSPORTAL-ს კი ხანგრძლივი სიცოცხლის რეცეპტს ანდობს.
ხანგრძლისვი სიცოცხლის რეცეპტი ვენერა გაწერელიასგან:
- თავდაუღალავი შრომა,
- ყოველ დილას, მზეზე ადრე ადგომა,
- სხვებზე ზრუნვა,
- ბევრი სიკეთის ჩადენა,
- ჯანსაღი კვება,
- საკვების ზომიერად მიღება,
- რწმენა.
ვენერა გაწერელიას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
უხუცესი ქალბატონი 1942 წელს, 32 წლის ასაკში დაოჯახდა, ის მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო. ყველზე მხცოვანი ზუგდიდელი, ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატიცაა.
ვენერა გაწერელია ავტომობილების და ავტობუსების გამოჩენამდე შორ მანძილზე ცხენით გადაადგილდებოდა.
ამავე თემაზე: გუბერნატორმა და მერმა ზუგდიდში მცხოვრებ 108 წლის ქალბატონს იუბილე და 8 მარტი მიულოცეს