ა/ო “საუნჯე”: “თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატივა დეცენტრალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება”

დევნილთა უფლელებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია საუნჯე ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” განსაზღვრულ 7 თვითმმართველ ქალაქს (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე) ეს სტატუსი ჩამოერთვას. ასეთი სახით ინიციატივა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს.

მიგვაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, მათთვის სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით უფლებამოსილების გადმოცემით და თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა, ხოლო მერებისა და გამგებელბის პირდაპირი წესით არჩევა.

ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის გაუქმებით მოხდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში შემავალი დასახლების თვითმმარველი თემის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაერთიანება. ქალაქის ტიპის დასახლებასა და სოფლის ტიპის დასახლებაში არსებობს განსხვავებული გამოწვევები. შესაბამისად, ქალაქის ტიპის დასახლება თვითმმათველი ერთეულის სტატუსით განვითარების სწრაფ ტემპებს აღწევს, ვიდრე ეს მოხდება სოფლის ტიპის დასახლებებთან გაერთიანებით, რადგან სოფლის ტიპის დასახლებებში არსებული პრობლემები და გამოწვევები განსხვავდება ქალაქის ტიპის დასახლებაში არსებულისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი