ანაკლიაში ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმი გაიხსნა

ანაკლიაში, სასტუმრო ,,ოქროს საწმისში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმი გაიხსნა. პროექტს USAID-ის პროექტი “ზრდა საქართველოში” ახორციელებს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა შეხვედრაზე განაცხადა: სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას.

ბრაინ კინგის განმარტებით, ,,ზრდა“ ხელს შეუწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას რეგიონში, პროქტის დახმარებით 60 გიდი და ინსტრუქტორი გადამზადდება კანინონგის, დაივინგის და საფეხმავლო ტურიზმის  მიმართულებით.

გახსნის ცერემონიას USAID Zrda-ს ხელმძღვანელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაეწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი