ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ზუგდიდში 30 ივლისს დაიწყება

უკვე მეორედ ზუგდიდში ავტო-მოტომოყვარულთა გრანდიოზული შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ.

ღონისძიება, ზუგდიდიში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 30-31 ივლისს გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება იქნება შოუს ელემენტებით დატვირთული, რომელსაც მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ. მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელების მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი