ბოლო სამ წელში საქართველოში 37 892 წყვილი განქორწინდა

2015-2018 წლებში საქართველოში განქორწინების 37 ათას 892 შემთხვევა დაფიქსირდა. “ახალგაზრდა ადვოკატების” კვლევის თანახმად, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისი, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი ლიდერობს.

2015 წელი – 9 082;

2016 წელი 9 513;

2017 წელი 10 452;

2018 წელი 8 845;

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს. არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია.

ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი