ჩხოროწყუში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობში ჩარჩენილი 2 ადგილობრივის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ადიდებულ მდინარეში პატარა კუნძულზე დარჩენილი 2 მოქალაქის გადარჩენა ვერტმფრენის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახრეხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

“საფრთხე რეალურად ძალიან დიდი, იყო, ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დროული და კოორდინირებული რეაგირებით ჩვენ შევძელით ამ ორი ადამიანის გადარჩენა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თითოეულ მაშველს და ადგილობრივ ხელისუფლებას”, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონია.

ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის მეორე ნაპირზე საქონლის გადასაყვანად გადავიდა, თუმცა წყალმა მატება დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურში დარეკეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი