წყალდიდობა ჩხოროწყუში, კუნძულზე დარჩენილი ორი ადამიანი სამაშველო ოპერაციას ელოდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობის წყლის ადიდების შედეგად 2 ადილობრივი ნაპირზე ვერ გადმოდის და პატარა კუნძულზეა დარჩენილი.

ჩხოროწყუს გამგებლის დათო გოგუას განცხადებით, წყლის დონე მომატებულია, რის გამოც მაშველები კუნძულზე დარჩენილი ადგილობრივების გამოყვანას ვერ ახერხებენ. “ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია და სამაშველო ოპერაცია მალე დაიწყება”, – აცხადებს გამგებელი.

ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის მეორე ნაპირზე საქონლის გადასაყვანად გადავიდა, წყალმა კი მატება დაიწყო, მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და ამის შემდეგ სამაშველო სამსახურში დარეკეს.

ადგილზე მაშველებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი