ხუთმა დევნილმა ბინების მოთხოვნით პირი ამოიკერა

ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ხუთმა მათგანმა დღეს პროტესტის მძიმე ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.  დევნილები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შენობა სადაც ამჟამად ცხოვრობენ ამორტიზებულია, თუმცა ბარამიას ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში, რომელშიც მალე დევნილებს შეასახლებენ, ბინები არ შეხვდათ. ამასთან, დევნილები ითხოვენ, შეწყდეს სუბარი ლტოლვილთა ყოველთვიური დახმარების გარკვეული კატეგორიებისთვის მოხსნის თაობაზე.

სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებს ამ ეტაპზე ბინების მისაღებად საკმარისი პირობები არ აქვთ. მისივე თქმით, მათ დაწერილი აქვთ განცხადება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემოწმების თაობაზე, რასაც გარკვეული ვადები სჭირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი