დავითაშვილი, წულუკიანი და სუბარი სვანეთის მოსახლეობას ხე-ტყის რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემების უახლოეს მომავალში გადაჭრას დაპირდნენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისნიტრის ლევან დავითაშვილი, იუსტისიიც მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და მათ პრობლემებს გაეცნნენ. საუბარი შეეხო კერძო საკუთრების დაკანონების საკითხსაც.

“მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ, კანონს უნდა ვცეთ უყველამ პატივი. თუ კანონიერი მუშაობა იქნება და ისე წარიმართება სამეურნეო საქმიანობა, რომ ეკოლოგია არ დაზიანდეს, ამის დიდი სივრცე არსებობს და მოსახლეობას მუშაობის რეალური საშუალება ექნება. დამატებით ადგილობრივებს ძალიან საინტერესო პროგრამები შევთავაზეთ სოფლის განვითარების”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

თეა წულუკიანი კი დაპირდა ზემო სვანეთის მცხოვრებლებს, რომ “ყველა მათი პრობლემა მოკლე ვადებში იქნება განხილული მთავრობაში და მათ მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ხე-ტყის მოპოვება ადგილობრივმა მეწარმეებმა კანონიერად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შეძლონ”.

“მოსახლეობას აწუხებს არაერთი პრობლემა, დაწყებული ბიუროკრატიული ბარიერებიდან, როდესაც საქმე ეხება კანონიერ ბიზნესსსაქმიანობას, ისინი თავიანთი შრომის რეალიზებას ბარში ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. არის უკანონო საქმიანობის გარკვეული ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება, რათა კანონის ფარგლებში მოექცეს, იმიტომ რომ ყველა ბიზნესინიციატივა, რომელიც კანონს შეესაბამება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მაღალი ხარისხით არის მხარდაჭერილი და მიზნად ისახავს, რომ ზემო სვანეთი განვითარდეს და აკონომიკურად ამოისუნთქოს. ჩვენ დავპირდით ადგილობრივებს, რომ ამ ინფორმაციას, რომელიც მოვისმინეთ და დარგობრივ პრობლემებს აჩვენებს სხვადასხვა სამინისტროს ნაწილში, მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ და მოკლე ვადებში უნდა აღმოვუჩინოთ შველა კონკრეტულ საქმეებზე მოქალაქეებს და უფრო სისტემური გადაწყვეტის შესახებ წინადადებები უნდა შევთავაზოთ მათ”, – დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი