დღეს სამეგრელოს რეგიონის აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგია შეეზღუდებათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ, ორულუს, დიდი ნეძის, ინგირის, შამგონას, ოირემეს, 2 480 აბონენტს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე  გამოირთვება ელექტროენერგია წალენჯიხაში, სოფელ ქვედა ჯვარში.

ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს და ლეწურწუმეს მოსახლეოაბას. აბაშაში კი კერძოდ გეზათში, სამიქაოში და მაიდანში.

11:30 საათიდან 18:30 საათამდე ელექტრო ენერგია არ ექნებათ  მარტვილის 222 აბონენტს, სოფელ ნოღაში და ხუნწში.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი გეგმიური  სარეაბილიტაციო სამუშაოების  მიზნით პატარა ფოთში და  შავღელეში 579 აბონენტს გამოერთვება ელექტრო ენერგია.

15:00 საათიდან 17:00 სათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის  მომსახურეობის ცენტრის  334 აბონენტს პუშკინის, გაბუნიას, ბერდიანსკის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე აღმაშენებლისა და თავდადებულის ქუჩის აბონენტებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრო ენერგია შეეზღუდებათ ჭავჭავაძისა და სააკაძის ქუჩების 335 აბონენტს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი