ენგურის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა წოწერიას განცხადებით, უახლოეს დღეებში  ხიდის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება, აშენდება სკვერი, ავტოსადგომი, დაიგება ახალი გზა.

„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თანხმობის შემდეგ დაიწყო ხიდის რეაბილიტაცია. ეს აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ პირველი ფაქტია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ხიდის რეაბილიტაციის შეთანხმებას. უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, აფხაზეთიდან გადმომსვლელი მოსახლეობისთვის კომფორტული მოსაცდელი მოეწყობა, წყლის მომარაგებით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. ტრანსპორტი მათ მოემსახურება ქალაქის თუ სოფლების მიმართულებით”,-განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა წოწერიამ.

მისი თქმით, რუხში ასევე აშენდება მექანიზატორის ცენტრი, მოხდება რუხის ისტორიული ციხესიმაგრის  ინფრასტრუქტურის განვითარება. რუხში განთავსდება Start UP ინკუბატორი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი