აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. სასამართლო დაკავებულ ძმებ ჯოჯუებისა და ძმებ ჩაგანავების საქმეს განიხილავდა. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ოთხივე მათგანი შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს.

“სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში გასული წლის სექტემბერში ყაჩაღობა მოხდა.  ჩვენი შვილები დაკაავეს ოქტომბერში, ლაშა ჯოჯუას და რეზო ჩაგანავას ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ლევან ჯოჯუას და გიორგი ჩაგანავას იარაღის უკანონო ტარება. ყაჩაღობის დროს მათი ნაწილი სახლში იმყოფებოდა, ნაწილი ნათესავებთან. ეს ბრალდებები შეთიხთნილია და აგებულია პირად ინტერესებზე“, – აცხადებენ ოჯახის წევრები.

მათივე ინფორმაციით, საქმეში არის მთელი რიგი დარღვევები, როგორც მათი დაკავების დროს, ასევე ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული ექსპერტიზების დროს.

დაკავებულების სასამართლოს შენობიდან გაყვანის დროს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა, რადგან ჯოჯუების და ჩაგანავების მშობლებს მათი შვილების გაშვება არ სურდათ.

ჩაგანავების და ჯოჯუების სასამართლო პროცესი 13 მაისამდე გადაიდო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი