ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.ტ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდში დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 1 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინს და კოდეინს შეიცავს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი