ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 30 წლის მამაკაცი, სახლიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიდა, რის შემდეგაც ოჯახს მასზე არაფერი სმენია.

ახლობლების თქმით, დაკარგული მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონთან არსებულ ხიდთან იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთისა და თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

შშს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი