გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 7 თებერვალს  შეეზღუდება: 

ზუგდიდი – 11:00დან 16:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.ზუგდიდში ბენდელიანის, კ.გამსახურდიას, თავისუფლების, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ზედაეწერი, ჩხორია, კორცხელი, ბაში და მიმდებარე სოფლებს. 13:00დან 18:30საათამდე კრილოვის, ერისთავის, ბარამიას, გორის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ჭითაწყარი, ორსანტია, კოკი და მიმდებარე სოფლებს.


ხობი-11:00დან 18:00საათამდე სოფლებს ხიბულა, ძველი და ახალი ხიბულა, საჯიჯაო, ზუბი.


ფოთი- 11:30დან 17:00საათამდე 8 მარტის, ოთარ კიკალეიშვილის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.


ჩხოროწყუ -12:00დან 18:30საათამდე სოფელ ხაბუმეს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი