გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება – ქეთევან ციხელაშვილი

გალში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე ჟენევის დისკუსიების სამივე თანათავმჯდომარე სოხუმში ისაუბრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, პირადადაც ვესაუბრე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. სამივე თანათავმჯდომარე არის საქართველოში, ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება მთავარი საკითხი. ასევე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების შემდეგ საქმეს მიეცემა კვალიფიკაცია,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ირაკლი კვარაცხელია დაკავებული იყო დეფაქტო ხელისუფლების მიერ და ამ დროს მოხდა მისი თვითმკვლელობა.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი