მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სამეწარმეო საქმიანობაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.

ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებს;
18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს;
ახალი წესით რეგისტრირებულ პირებს;
სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმის მქონე პირებს;
რა ოდენობის გრანტი გაიცემა და როგორ

ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ ინდივიდუალური, ან ერთობლივი პროექტებისათვის 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი მიიღონ. კერძოდ, 7 ათასი ლარის მოცულობის გრანტი შეიძლება გაიცეს ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის, ან ცხინვალის რეგიონში. 15, 20 და 35 ათასი ლარის მოცულობის გრანტები კი გაიცემა ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობას წაახალისებს.

როდიდან შეიძლება განაცხადის შევსება და სად

გრანტის მოპოვების მსურველებს განაცხადის შევსება დღეიდან, 12 მარტიდან შეუძლიათ. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია საქართველოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდებზე http://smr.gov.ge/ ქართულ და აფხაზურ ენებზე. ცოტა ხანში კი განაცხადის შევსება რუსულ და ინგლისურ ენებზეც შესაძლებელი იქნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი