ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი პოლიციამ გაათავისუფლა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა, რომელიც წუხელ დააკავეს და საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჰყავდათ გადაყვანილი, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, გრიგოლ მიქავამ ნარკოტიკული შემოწმებისთვის საჭირო შარდის ანალიზი არ ჩააბარა და ის დაკავებიდან 12 საათში გაათავისუფლეს.

არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ამ დრომდე საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ მიქავა სწორედ ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს. ამასთან, დკავებულია ზუგდიდის მკვიდრი ლევან ხვიტია, თუმცა მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ხვიტიას დაკავება მიქავას დაკავებასთან კავშირში არაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი