ნიკოლოზ გაგუა: იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადი გაუქმდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საგადასახადო კოდექსში გასატარებელი ცვლილებების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ცვლილებები იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმებას და იმავდროულად, მისი ნედლი ფორმით რეექსპორტის გარკვეულწილად შეზღუდვას ითვალისწინებს.

,,საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ეს არის დიდი ეკოლოგიური ღონისძიებების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი. ეს ითვალისწინებს იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმებას და იმავდროულად, რეექსპორტის გარკვეულწილად შეზღუდვას ხე-ტყეზე, მისი ნედლი ფორმით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველიდან გასულ პროდუქტს მეტი დამატებითი ღირებულება შეექმნას, თუმცა ის, რომ იმპორტი გაიფდება ამ ძალიან სენსიტიურ პროდუქტზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული ინიციატივები იქნება ხის ჭრასთან დაკავშირებით და გარემოზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი