ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს ევროპელი სპეციალისტები გაეცნენ

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტს, ევროპის ისტორიული პარკების ქსელის გამგეობის თამჯდომარე ჯენს სპანჯერი ადგილზე გაეცნო. ბაღისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხზე მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით შემუშავდება მეთოდოლოგიური რჩევები. ევროპის ისტორიული პარკების გაერთიანების თავმჯდომარეს და ამავე ორგანიზაციის ლანდშაფტის არქიტექტორებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, არსებული ძეგლები და რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ქალაქის მერთან ირაკლი გოგოხიასთან ერთად გააცნო. უკვე დასრულდა ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შემუშავებაც ფონდი „ქართუს“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი მოახდენს მთლიანი ბაღის რეაბილიტაციას. მოხდება ბაღის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძეგლების რეაბილიტაცია, კონსერვაცია, მოეწობა ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები, დაგეგმილია დაავადებული ხეების ჩანაცვლდება იმ ხეებით, რომელიც ბაღში ხარობდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ევროპის ისტორიული პარკების გაერთიანების წევრადაა წარდგენილი. ამავე გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის ჯენს სპანჯერის განცხადებით, დადიანების ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის წარმატებულად ჩატარების შემდეგ ის ევროპის ისტორიული პარკების გაერთიანების წევრი გახდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი