კორონა ვირუსის გამო ინგირის მეორე საჯარო სკოლის 7 კლასი დახურულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე და მეხუთე კლასი დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლის დირექციამ მას შემდგე მიიღო, რაც ახალი კორონავირუსი ამავე კლასებში 2 მოსწავლეს დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მარინე ლოლაძის ინფორმაციით, მოსწავლეებს KOVID-19 გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ, რის გამოც 32 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი თვითიზოლაციაში არიან გადასული.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სკოლის 7 კლასია დისტანციური სწვალებაზე, თუმცა ორშაბათიდან სწავლების ჩვეულ რეჟიმს სკოლის 5 კლასი უბრუნდება. ინგირის მეორე საჯარო სკოლაში 322 მოსწავლე სწავლობს.

კორონა ვირუსთან დაკავშირებული რეგულეციების გამო, სკოლაში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია, მოსწავლეებს და მასწავლებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და საკლასო ოთახებში დაცულია მერხებს შორის დისტანცია.

დღეს, სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 75 ადამიანი.


რეგიონის მოქმედ კოვიდკლინიკებში მკურნალობს 182 პაციენტი.


საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 58 პირი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი