ლაშა გოგია ურთის, ცაიშის და ცაცხვის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ლაშა გოგია ამჯერად, ურთის, ცაიშის და ცაცხვის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და სამომავლო ოთხწლიანი გეგმა გააცნო. ლაშა გოგიას განცხადებით,  ის პროექტების განცხორციელებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.

მერობის კანდიდატმა ურთის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ გაბულდანი წარუდგინა და ურთაში შესრულებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მერობის კანდიდატი მოსახლეოაბს ცაიშშიც შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ადგილობრივებს გაწეულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ კონკრეტულად ამ სოფლისთვის, მოვახდინეთ შიდა და საუბნო გზების მოხრეშვა, წელს დაიწყო გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც მალე დასრულდება და მომავალ წელს ყველა ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი. ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ე.გ კურორტის მონაკვეთზე საავტომობილო გზა რეაბილიტირდა. გზის რეაბილიტაციაზე 204 400 ლარი დაიხარჯა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება. ჩვენ თქვენთან ერთად მოვაგვარებთ ყველა პრობლემურ ინფრასტრუქტურულ პროექტს” – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატმა ცაცხვში ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი წარუდგინა და სოფლის კეთილმოწყობის მასშტაბური გეგმა გააცნო.

,,ცაცხვი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კარიბჭეა და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლების კეთილმოწყობის 4 წლიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით პირველი სოფელი არის ცაცხვი, რომლის კეთილმოწყობასაც ვგეგმავთ”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

პროექტი ცაცხვის ცენტრისა და არსებული პარკის კეთილმოწყობას გულისხმობს. რეაბილიტირდება არსებული კლუბი და სპორტული დარბაზი, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები და რეკრეაციული ზონა და სპორტული მოედანი. გეგმაშია ღია ამფითეატრისა და ღია მუზეუმის მოწყობა, სადაც ცაიშის (ცაცხვის) სამაროვანში აღმოჩენილი უძველესი კოლხური ქანდაკებების ასლები განთავსდება.

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი