მამუკა ბახტაძე – არჩევნების თარიღზე პოლიტიკური სპეკულაციები საჭირო არ არის

არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცესკო-ს სახით, – ასე გამოეხმაურა ბახტაძე კრიტიკას იმის შესახებ, რომ არჩევნები სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დაინიშნა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები არ არის საჭირო.

„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, ცესკომ,  გუშინ გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი