მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს.

“იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი იქნება, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება მიეცემათ.

“მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მას ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი და წლისთავზეც იმყოფებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი