მარტვილში მდინარე აბაშაში ახალგაზრდა მამაკაცს მაშველები ეძებენ

უბედური შემთხვევა მოხდა მარტვილში. თვითმხილველების ინფორმაციით მდინარე აბაშაში ახალგაზრდა მამაკაცი  დაიხრჩო. მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით მამაკაცი მდინარეში გაჭედილის ხიდიდან თავით გადახტა და სავარაუდოდ დაზიანებები მიიღო. როგორც ადგილობრივები ყვებიან ამ ხიდიდან ახალგზარდები მდინარის დატბორებაში ადრენალინის გამოყოფის მიზნით ხშირად ხტებიან. მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე ნაპოვნი არ არის ადგილობრივია, ის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იყო. ადგილბრივი ხელისუფლების განცხადებით, ახლა მყვინთავებს ბათუმიდან ელოდებიან და სამზებრო სამუშაოებში ისინიც ჩაერთვებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი