მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. იგი ერთ მილიონ აშშ დოლარს მიიღებს ჯილდოდ.

გამარჯვებულის ვინაობა დუბაიში 24 მარტს გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ჯილდოს ფინალისტი იყო გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.

მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია მსახიობ ჰიუ ჯეკმანს მიჰყავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი