მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს. მოქალაქეების ნაწილმა ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს, რომ ქალაქში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი არსებობდეს.

“როგორც ადამიანებს აქვთ უფლებები, ისევე აქვთ ცხოველებს და ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ეს უფლებები”, – აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა ეგნატე შამუგიამ.

აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი