“ნაციონალური მოძრაობის” აქცია ხურჩაში

სოფელ ხურჩაში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომელთაც პარტიის აქტივისტებთან და რამდენიმე ადგილობრივთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება გააპროტესტეს.

ოპოზიციური პარტიის წევრების მტკიცებით, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. ”სამწუხაროა, როდესაც ხედავ როგორ გვართმევენ რუსი ოკუპანტები მიწას, წევენ საზღვრებს. სოფელი ხურჩა ფაქტობრივად ყველაზე დაუცველი სოფელია და აქაური მოსახლეობა თავს უსაფთხოდ ვერ გრძნობს. ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ საზღვარი ხურჩაში არ გადმოწეულა და საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ევროკავშირის მისიას, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს აქ იმყოფებოდნენ, რომ მიიღონ ყველანაირი ზომები, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს დაცული”, – განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი