პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, საკითხს შესაბამისი კომიტეტები უახლოეს დღეებში განიხილავენ. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ცნობისთვის, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის 18 აპრილს, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა და ამ თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა. მან ქართული ოცნების პირობებში სამ პრემიერმინისტრთან — მამუკა ბახტაძესთან, გიორგი გახარიასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან — იმუშავა. თურუნავამ მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი