სოფელ ლიაში შვილმა დედ-მამა ნაჯახით მოკლა

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში 36 წლის მამაკაცმა დედ-მამას ნაჯახით თავები მოკვეთა.

მეზობლების ინფორმაციით, მოკლული მშობლები ბრალდებულის დამ ნახა.

ბრალდებული კი პოლიციამ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. მისი გადარჩენა მოხერხდა. ის ზუგდიდის რაიონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თანასოფლელების და ოჯახის ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი ფსიქიურად იყო დაავადებული.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი