პრემიერი სამეგრელოში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს

პრემიერ მინისტრი და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე სამეგერელოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერ მინისტრი დღეს ქართული ოცნების მაჟორიტარებს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და მარტვილში წარადგენს.

გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატები უკვე წარუდგინა ფოთის, ხობის, აბაშის და სენაკის ამომრჩევეს. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს კანდიდატები რეგიონის მოსახლეობას ზუგდიდში 23 ივლისს წარუდგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი