“ქართული ოცნების” დეპუტაციას პარლამენტში 3 ოპოზიციონერი დეპუტატი შეუერთდა

“ქართული ოცნების” დეპუტაციას პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსი” შეუერთდა.

“ქართულ ოცნებასთან” ერთად მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე.

ამასთან, დეპუტატობაზე უარს არ ამბობს ავთო ენუქიძე, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” შემომწირველია და ის ცესკოში წარდგენილი სიის მეოთხე ნომერია.

დღეს პირველად, რიგგარეშე სხდომას “ქართული ოცნების” გარდა სხვა პარტიის წევრებიც დაესწრებიან.

“უკვე ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებსა და საქმიანობაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი