“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბს დავით კოდუა უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა დაინიშნა.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, მმართველი გუნდის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები პარტიის ზუგდიდის ოფისს დღეს სტუმრობდნენ და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ შეხვედრაზე იქნა მიღებული.

ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს თავად კოდუამაც დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი