რატომ დაკრძალეს 19 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის ეზოში?

19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შოთიკო ცირაგაიას ოჯახი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას ითხოვს. ცირგაიას დედის განცხადებით, მისი შვილის სწორედ ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. ოჯახს ახალგაზრდა ამ დრომდე საცხოვრებელიუ სახლის ეზოში ჰყავს დაკრძალული იმ შემთხვევითვის, თუ განმეორებითი ექსპერტიზა გახდება საჭირო.

“ჩემს შვილს სასიკვდილო არაფერი არ სჭირდა, რაღაც გამორჩათ. ყველა დოკუმენტი მაქვს, ექიმები ამბობედნენ, მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებაო და ერთ დღეში როგორ მოკვდა? არ დავკრძალავ სასაფლაოზე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. 10-ჯერ რომ დამჭირდეს ჩემი შვილის ცხედრის შეურაცხყოფა, 10-ჯერვე გავაკეთებინებ ექსპერტიზას?”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმია.

ზუგდიდის საავადმყოფოში კი განმარტავენ, რომ პაციენტი ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის თბილისში რეანომობილით გადაყვანისას გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი