სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის 8 მუნიციპალიტეტში დღეს ახალ არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა. სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს.

ხობში საკრებულოს თავმჯდომარედ წევრების უმრავლესობამ ედიშერ ჯობავას კანდიდატურა აირჩია, ის წინა მოწვევის საკრებულოსაც თავმჯდომარეობდა.

ასევე ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს მარტვილში, აქ საკრებულოს კვლავ ალექსი გაბისონია უხელმძღვანელებს.

წალენჯიხაში კი საკრებულოს უმრავლესობამ მხარი ასევე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას დაუჭირა მხარი.

აბაშაში საკრებულოს მამუკა კვიტაშვილი უხელმძღვანელებს, ის გასული 4 წლის განმავლობაში აბაში მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

სენაკში საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით კახაბერ რუსია აირჩიეს, რუსია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ფოთის საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარედ, ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია აირჩია.

ჩხოროწყუში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი ბესიკ ესებუას დაუჭირა, ის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო.

მესტიაში საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით მაიზერ ჯაფარიძე გახდა.

17 ნოემბერს, კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ – მამუკა წოწერია აირჩიეს.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი