საქართველოში მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი წესით აღარავინ დაისჯება. სასამართლომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების თაობაზე “გირჩის” წარმომადგენლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებაზე 2015 წლიდანაა გაუქმებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას ეხებოდა.

ამიერიდან, კი ოდენობა კანონში ნახსენები აღარ იქნება. მომხარებელს, პასუხისმგებლობა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაეკისრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი