თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებს ახალი ჭაბურღილი ექნებათ

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 320 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება. მათთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალ ჭაბურღილებს გათხრის.

ინფორმაცია დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უფროსმა გიორგი კობერიძემ და დევნილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა მიაწოდეს.

ახალი ჭაბურღილის ექსპლუატაციაში შესვლამდე დევნილებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებიდან მოხდება, ასევე დაიქლორება არსებული წყალი და მას ტექნიკური საჭიროებისთვის გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს წყლის დაბიძურების გამო ჩასახლებაში რამდენიმე დევნილი მოიწამლა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ჭაბურღილის გათხრის მოთხოვნით დევნილები პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი