სამუშაო შეხვედრა ჩეხეთის საელჩოს და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სტუმრებმა გუბერნატორს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის საელჩოს მიერ სამეგრელოს მასშტაბით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.

ლევან შონიამ და დათო კოდუამ, ჩეხეთის საელჩოს და განვითარების სააგენტოს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რომელიც რეგიონში განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს. გუბერნატორმა ყურადღება კონფლიქტისპირა სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა.

„მადლობა, რომ ხართ ასეთი აქტიურები, ახორციელებთ ამდენ მნიშვნელოვან პროექტს და ჩვენს გვერდით ხართ. გვიხარია, რომ ჩეხეთი საქართველოს ამ უმინიშვნელოვანესი რეგიონისთვის კარგ საქმეებს აკეთებს“ – განაცახდა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში მხარდაჭერას უწევს საქართველოს, საიდანაც ფინანსური მხარდაჭერის დიდი ნაწილი სამედიცინო და სოციალურ პროგრამებზე მოდის. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე, ჩეხეთის მთავრობის ჩართულობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განახორციელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი