საქართველოს ტყის ეროვნულ აღრიცხვას გერმანიის რესპუბლიკა დააფინანსებს

საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა,ტყის აღრიცხვის ფარგლებში ჩატარდება საველე სამუშაოები, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დააფინანსებს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გასაფორმებელი დაფინანსების ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ეს შეთანხმება ეხება ტყის ეროვნული აღრიცხვის პროექტს. 2017 წელს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს გამოუყო 5.4 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი, რომელიც სატყეო მიმართულებას მოხმარდება. ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ტყის ეროვნული აღრიცხვა. ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის საველე სამუშაოები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 580 000 ღირებულების ტენდერის გამოცხადება, რომლის შედეგადაც ჩატარდება საველე სამუშაოები, რათა მოხდეს აღრიცხვა“, – განახცადა კერესელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი