ზაფხულის განმავლობაში საქართველოში 51 ადამიანი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წყალზე სამაშველო ღონისძიებების სტატისტიკას აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სტატისტიკა 1-ლი ივნისიდან – 5 სექტემბერამდე პერიოდს მოიცავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 ადამიანი გადაარჩინეს. გადარჩენილი ადამიანების დეტალური ინფორმაცია ასეთია: მდინარეში – 27, ტბაში – 49, ზღვაში – 240.

სტატისტიკის მიხედვით, მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულების დეტალური მონაცემები ასეთია: მდინარეში – 27, ტბაში – 14, ზღვაში – 10.

კომენტარები

დატოვე კომენტარი