უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დაკავებულია. უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აიყვანეს.

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებას უკრაინის კრიმინალური პოლიციაც ადასტურებს.

მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა.

ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე. 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი