2018 წელს ზუგდიდში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

მომავალი წლიდან ზუგდიდიის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ამ საკითხზე დანიის ლტოლვილთა საბჭო მოლაპარაკებებს გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW) აწარმოებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რუხში, ინგირში, ბარამიას ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩასა და კომბინატის დასახლებაში იგეგმება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ცენტრების მშენებლობა. 


დაგეგმილ პროექტებზე ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ვინსენტ დონტონტსმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლაშა გოგიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 


როგორც დონანტ ვინსენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამეგრელოში დაახლოებით 100 დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია, დევნილი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. დონორებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთვევაში, პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყება. 


ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის დევნილთა საბჭო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე გეგმავს სათემო პროექტებს, ტრენინგებს ბაღის აღმზრდელებისთვის და იურიდიულ კონსულტაციებს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი