ზუგდიდის მერმა ახალი გუნდი წარადგინა

ზუგდიდის ახალ არჩეულმა მერმა  ლაშა გოგიამ მედიას ახალი გუნდი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ვიცე-მერად გია გულორდავა, ხოლო მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა წარადგინა. გულოდავა აქამდეც ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა, მაიზერ ნანავა კი საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ზუგდიდის მერმა დღესვე სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა. ლაშა გოგიას განცხადებით, კადრების დაკომპლეტება  პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით მოხდა. ,,ჩვენ ვქმნით მობილურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება იმ საჭიროებეზე რაც ჩვენს მუნიციალიტეტს და ჩვენს ხალხს აქვს“ – განაცხადა ლაშა გოგიამ. მერმა დღესვე მედიის წარმოამდგენლებს მერიის სამსახურის უფროსები წარუდგინა.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ლაშა ჯაიანი უხელმძღვანელებს.

ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურს თენგიზ ქობალია უხელმძღვანელებს. ის ამავე  სამსახურს კურირებდა გამგეობაშიც.

ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურს რუსლან კილასონია უხელმძღავნელებს.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობას მურთაზ ბოკუჩავა შესარულებს.

შესყიდვების სამსახურს გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. ის აქამდეც ზუგდიდის გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ექიმი, პედიატრი  ნინო სხულუხია უხელმძღვანელებს, ის იდენტურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიაში.

განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის მოვალოებას  მაია ჩიტაია შესარულებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი