რუხის ციხეში კულტურის სამინისტრო კონცერტს გამართავს

„შემოსაზღვრე საქართველო“-ს ფარგლებში, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონფლიქტისპირა სოფელ რუხში კონცერტი გაიმართება.

რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“ და კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძის ბენდი „ბარაკა“.

პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაცით, კონცერტის ჩატარების  მიზანია, კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და კულტურულ პროცესებში ჩართულობა.

მსგავსი ღონისძიებები უკვე გაიმართა განმუხურში, დიცში და ნიქოზში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი