GDS-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაიღუპა

ხანდას ხეობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს მდინარეში გადამღები აპარატი ჩაუვარდა და მის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და მდინარემ წაიღო.

მისი ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი